რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება. ამის შესახებ რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი:
„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩვენს შენობაში, სადაც 30 წელია ვცხოვრობთ, შუქს ჩავაქრობთ, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს.“
30 ოქტომბერს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაცხადა დახურვის შესახებ. ერთი დღით ადრე გამოცხადდა, რომ რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობიდან ასახლებდნენ.
გამოცემა „The Economist“-ის ცნობით, 26 ოქტომბრის ღამით რედაქციის ოფისშ უცნობი პირი შევიდა.
უსაფრთხოების მიზნით, გაზეთის გამომცემელმა დიმიტრი მურატოვმა და მისმა მთავარმა რედაქტორმა სერგეი სოკოლოვმა მეზობელი შენობის სარდაფში ტელეფონის გარეშე შეხვედრა გამართეს რედაქციის თანამშრომლებთან, რა დროსაც მათ აუხსნეს მომხდარის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ „დადგა დრო, გამოცემა დაიხუროს“, რათა მისი თანამშრომლები შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაიცვან.



