უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა

დღის სიახლეები უცხოეთი

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა 2027 წლის 29 იანვრამდე გახანგრძლივდა. პარლამენტის 293-მა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტს No16182, რომლითაც დამტკიცდა „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ ბრძანებულება. წინა საპარლამენტო გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა ძალაშია 31 ოქტომბრამდე.

პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ დამტკიცების შესახებ“, რომელიც, ასევე, საყოველთაო მობილიზაციის ვადას 90 დღით, მომავალი წლის 29 იანვრამდე ახანგრძლივებს. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 234-მა წევრმა. ეს უკვე პარლამენტში 21-ე კენჭისყრაა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების საკითხზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *