იტალიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

დღის სიახლეები უცხოეთი

იტალიაში, სადაც ცხოვრების ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა.

მილანსა და ბოლონიაში დემონსტრანტები ქვებსა და ფეიერვერკებს ისროდნენ, ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები დაწვეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დაახლოებით, 50 დაკავებულია, რომელთაგან ნახევარი არასრულწლოვანია. კიდევ 19 ადამიანი დააკავეს ტურინსა და ბოლონიაში.

აქციის მონაწილეები ფასების ზრდას და გადასახადების ტვირთს, დაბალ ხელფასებსა და საჯარო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *