ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

Temu 200 მლნ ევროთი დაჯარიმდა – რა გახდა ამის მიზეზი

ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ-მარკეტპლეის Temu-ს 200 მლნ ევროს (232 მლნ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი მის პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების, მათ შორის, საშიში საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გაყიდვაა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Euronews ავრცელებენ. ევროკომისიის განცხადებით, ამ პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური რისკებისა და მათ მიერ მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის დროულად იდენტიფიცირება-შეფასების ადეკვატური კონტროლი კომპანიამ ვერ […]

Continue Reading

რუსეთში სომხური ჯერმუკის წყლის მილიონობით ბოთლის გაყიდვა შეაჩერეს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის “ჯერმუკის” 64,5 მილიონი ბოთლის გაყიდვა დროებით შეაჩერა. შეზღუდვები უკვე დანერგილია „ღირსეული ნიშნის“ სისტემის მეშვეობით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, პროდუქტში გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ჰიდროკარბონატების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს […]

Continue Reading

ამაზონის დამფუძნებლის რაკეტის გამოცდის დროს აფეთქება მოხდა

Blue Origin-ის New Glenn მძიმე ტვირთამწეობის რაკეტა-მზიდი, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, შეერთებულ შტატებში, გამოცდის დროს, გამშვებ მოედანზე აფეთქდა. Blue Origin-მა ინციდენტს „ანომალია“ უწოდა და დასძინა, რომ აფეთქების შედეგად პერსონალი არ დაშავებულა. მომხდარს მილიარდერი ილონ მასკი უკვე გამოეხმაურა. „უკიდურესად სამწუხაროა. რაკეტები რთულია“, – დაწერა მან “იქსზე”.

Continue Reading

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს – მედია

თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye. ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით. Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

Continue Reading

ახალ ბანკნოტს ტრამპის გამოსახულებით ამერიკაში, საუკუნის შემდეგ, პირველად გამოუშვებენ – WP

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ამერიკული ვალუტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელ სააგენტოზე, რათა შეემუშავებინათ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი ახალი 250 დოლარიანი კუპიურის დიზაინი. ამის შესახებ იტყობინება The Washington Post, ტრამპის ადმინისტრაციის ოთხ ამჟამინდელ და ყოფილ თანამდებობის პირზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ გასული წლიდან მოყოლებული, ხაზინადარი ბრენდონ ბიჩი და მისი უფროსი მრჩეველი, მაიკ ბრაუნი, არაერთხელ აიძულებდნენ გრავირებისა და […]

Continue Reading

არქეოლოგებმა ქრისტიანობის ისტორია თავდაყირა დააყენეს – მედია

თურქეთში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, მათ შორის იესო ქრისტეს საუკეთესოდ შემონახული ადრეული გამოსახულება, ახალ შუქს ჰფენს ქრისტიანობის ჩანასახოვან ეტაპებს, იუწყება The Independent. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანატოლიაში – თანამედროვე თურქეთში – არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სულ მცირე ათეული აქამდე უცნობი ეკლესია, რომლებიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მეოთხე და მეხუთე საუკუნეებით. გარდა ამისა, ქალაქ პერგამონის ისტორიულ ნაწილში გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს […]

Continue Reading

რუსეთი ზღუდავს სომხეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტს

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური “როსელხოზნადზორი” სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს 30 მაისიდან შეზღუდავს. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რუსული სამთავრობო მედია აქვეყნებს. „2026 წლის 30 მაისიდან, როსელხოზნადზორი დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთიდან წარმოშობილი და გაგზავნილი ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულის და მარწყვის იმპორტზე, ვიდრე არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი გაგზავნილი პროდუქციის […]

Continue Reading

ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ივნისში დაიწყებს – FT

ევროკავშირი ელოდება, რომ უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად დაიწყებენ გაწევრიანების მოლაპარაკებებს ივნისში – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა Financial Times-თან ინტერვიუში. კოსის თქმით, ბრიუსელი მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნას მომავალ თვეში ელის, ხოლო დანარჩენს – ივლისში. „დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ველი, რომ პირველი კლასტერის გახსნას ივნისში შევძლებთ. ხოლო ყველა დანარჩენისა – ივლისში“, – თქვა მან. ეს 33 […]

Continue Reading

ანომალიურმა სიცხემ გამოიწვია სიკვდილიანობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში

დასავლეთ ევროპა ანომალიურმა სიცხემ მოიცვა, რამაც უკვე გამოიწვია სიკვდილიანობა რამდენიმე ქვეყანაში. ამასობაში, საფრანგეთში ტემპერატურის 402 რეკორდი დაამსხვრია ან მოხსნა, იუწყება BFMTV. განსაკუთრებით ცხელოდა სამშაბათს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბრეტანის რეგიონში. მაგალითად, ბრესტში ტემპერატურამ კლიმატურ ნორმას თითქმის 15 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური ტემპერატურა განსაკუთრებით ექსტრემალურად არ ჩანს (დაახლოებით 32 გრადუსი ცელსიუსი), მაისის ბოლოსთვის ეს […]

Continue Reading