პერუში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

დღის სიახლეები უცხოეთი

პერუს სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მაგნიტუდა 7.2 იყო, ხოლო აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მაგნიტუდა 6.7 იყო.

ეპიცენტრი აიაკუჩოს რეგიონში, ქალაქ კორაკორასთან ახლოს, საკმაოდ ღრმად მდებარეობდა. ბიძგები ქვეყნის მრავალ ნაწილში, მათ შორის ლიმაშიც იგრძნობოდა.

ბოლო ინფორმაციით, არიან დაშავებულები, დაზიანდა სახლები, სამედიცინო დაწესებულებები და სკოლა. ასევე დაფიქსირდა ქვების ჩამოცვენა. ცუნამის საფრთხე არ არსებობს. ვიდეო

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *