კასპიის მილსადენების კონსორციუმის მუშაობის შეფერხებების გამო, ყაზახეთი განიხილავს ალტერნატიულ მიწოდების მარშრუტებს, მათ შორის აზერბაიჯანის გავლით.
ინტერფაქს-ყაზახეთი ამის შესახებ იტყობინება ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროში შესაძლებლად მიიჩნევენ ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სისტემით, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ბაქო-სუფსას მარშრუტით.
ივლისში ყაზახეთის ხელისუფლებამ ექსპორტის ნაკადები გადაანაწილა. კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდება ატირაუ-სამარასა და ჩინეთში გაიზარდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
