ევროპის ქვეყნები გაქრობისკენ მიმავალ გზაზე არიან – ილონ მასკი

დღის სიახლეები უცხოეთი

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ რეკორდულად დაბალი შობადობის გამო, მსოფლიო ეკონომიკები გაქრობის პირასაა.

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 21-ში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს და ეს ქვეყნები გაქრობისკენ მიმავალ გზაზე არიან“ – დაწერა მასკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიბრუნონ სუვერენიტეტი, რათა მათმა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი.

პოსტში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ბიუროკრატია ახრჩობს ევროპას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს, თუ რისგან იცავს შეერთებული შტატები ევროკავშირს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მასკმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობის „დიდი ჩანაცვლება“ უკვე მოხდა. მან დაწერა, რომ ბრიუსელში ბავშვების 73% არაევროპელია.

გარდა ამისა, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დედამიწის თეთრკანიან მოსახლეობას მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების გამო გადაშენების საფრთხე ემუქრება.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *