ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – სასამართლოს გადაწყვეტილება

დღის სიახლეები უცხოეთი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა მიიღო.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება.

მოსამართლის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და „ამერიკელებისთვის ფინანსურ ტვირთად“ იქცევიან.

მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილება ასევე აუქმებს ყველა იმ ვიზაზე უარს, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში. ეს კი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ათასობით ძველი სავიზო განაცხადის ხელახლა განხილვა გახდეს საჭირო.
ტრამპის ადმინისტრაციას მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *