ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად უზარმაზარი ხელოვნური კუნძული 10 თვეში ააშენა.
პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ანტილოპას რიფის მშენებლობის პირველი ფაზა დაასრულა. ერთი წლის განმავლობაში ჩინელებმა ზღვის ფსკერიდან მილიონ ტონაზე მეტი ქვიშა ამოიღეს, რამაც დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის მიწის მასივი შექმნა.
ჩრდილო-დასავლეთით, ისინი ამზადებენ ადგილს, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიგრძისა და 55 მეტრის სიგანის ასაფრენი ბილიკისთვის – ის დიდი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების მიღებას შეძლებს.
სამხრეთით, უკვე აშენდა 680 მეტრიანი ნავმისადგომი სამხედრო და სამოქალაქო გემებისთვის. ახლოს უკვე შენიშნეს ჩინეთის სანაპირო დაცვის გემი. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში აშენდა ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და ავტოსადგომები.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კუნძული გამოყენებული იქნება მხოლოდ სამოქალაქო და კომერციული მიზნებისთვის.
ანტილოპას რიფი სადავო პარასელის კუნძულების ნაწილია, რომლებზეც ასევე პრეტენზიას ვიეტნამი და ტაივანი აცხადებენ. ჩინეთი მათ 1974 წლიდან აკონტროლებს.
თუმცა, 2015 წელს სი ძინპინმა საჯაროდ დადო პირობ, რომ ჩინეთი რეგიონის მილიტარიზაციას არ მოახდენდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
