The Telegraph-ის ცნობით, უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე, სამგზავრო თვითმფრინავებზე დარტყმის რისკისა და ევროპული მხარდაჭერის არარსებობის გამო.
გამოცემის ცნობით, გეგმა ითვალისწინებდა ღამით 1000-მდე დრონის გაგზავნას მოსკოვის აეროპორტების მიმართულებით საჰაერო მოძრაობის შესაფერხებლად. სავარაუდოდ, ზელენსკი შიშობდა, რომ ერთ-ერთ დრონს შეეძლო სამოქალაქო თვითმფრინავზე დარტყმა, ევროპელი პარტნიორები კი არ უჭერდნენ მხარს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს.
ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „M&Ms“, განიხილებოდა, როგორც რუსეთში კომერციული საჰაერო მიმოსვლის ჩაშლისა და კრემლზე ზეწოლის გაზრდის საშუალება. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „The Telegraph“-ს განუცხადა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
