იაპონიამ პუტინის იტურუპში ვიზიტი გააპროტესტა. ეს მისი პირველი ვიზიტია კურილის კუნძულებზე

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტურუპის კუნძული მოინახულა, რომელზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს და რომელიც კურილის კუნძულების ბოლოში, ჰოკაიდოს მახლობლად მდებარეობს. წერს BBC.

მოსკოვმა და ტოკიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, მთავარი დაბრკოლება კუნძულებთან დაკავშირებული გადაუჭრელი ტერიტორიული დავა იყო, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს.

პუტინმა იტურუპზე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა. იქ მას ხიზილალით გაუმასპინძლდნენ და უთხრეს, რომ კურილის კუნძულების წყლები, ხანდახან, 300 კგ-მდე წონის თინუსით ივსება. ერთი დღით ადრე ის სახალინში ჩავიდა და მართვადი რაკეტების კრეისერი „ვარიაგიდან“ წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნებს დაესწრო.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ პროტესტი გამოთქვა.

„ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის, ეტოროფუ [იტურუპი], ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა“, – განაცხადა მინისტრმა. „იაპონია მკაცრად აპროტესტებს ამ ვიზიტს“.

ტასის ცნობით, ეს პუტინის პირველი პირადი ვიზიტია კურილის კუნძულებზე. დიმიტრი მედვედევი კუნძულებს აქამდე ოთხჯერ ეწვია: 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის რანგში, ხოლო 2012, 2015 და 2019 წლებში პრემიერ-მინისტრის რანგში. პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი იტურუპის კუნძულს 2021 წელს ეწვია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *