სკოლაში თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

დღის სიახლეები უცხოეთი

შვედეთის ქალაქ ფაგერსტაში, სკოლაზე თავდასხმა განახორციელა ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მამაკაცი დაკავებულია.

ფაგერსტას ოლქის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი მძიმედ, ხოლო მესამეს მდგომარეობა უცნობია. ყველა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პარასკევს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დღის 2 საათზე, პოლიცია გამოიძახეს ბრინელის სკოლაში, სადაც 450 მოსწავლე სწავლობს. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები, მათ შორის პოლიციის ვერტმფრენი მივიდნენ; პოლიციის პრესსპიკერმა მალევე განაცხადა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

შვედური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავების დროს ფეხში დაიჭრა. უცნობია, რა იარაღს ატარებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

როგორც ამბობენ, ბრინელის სკოლას პარასკევს ზაფხულის არდადეგების შემდეგ პირველი სასწავლო დღე ჰქონდა. თავდასხმის შემდეგ ოლქის სკოლები დაიხურა. გასული წლის თებერვალში, შვედეთის ქალაქ ერებროში, 35 წლის რიკარდ ანდერსონმა ზრდასრულთა განათლების ცენტრში 10 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *