ამერიკელმა პენსიონერმა სოფელი „ჩიტის ბუდე“ ააშენა და საცხოვრებლებს მხოლოდ მარტოხელა ქალებზე აქირავებს.
„პატარა საოჯახო თემმა მედიის ყურადღება მიიპყრო ქალებისთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საცხოვრებლის შეთავაზებით წყნარ ადგილას. თვეში მხოლოდ 450 დოლარად, დამფუძნებელი რობინ იერიანი მცხოვრებლებს არა მხოლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სთავაზობს, არამედ მჭიდრო საზოგადოებასაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ მან საპენსიო ანგარიშიდან 35,000 დოლარი გამოიყენა ხუთი ჰექტარი მიწის შესაძენად და კიდევ 150,000 დოლარი მისი კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის კანალიზაციის, ელექტროენერგიის, წყლისა და გზის გასაყვანად.
„ამჟამად თავშესაფარში 52 წლის და უფროსი ასაკის 12 ქალი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა მარტოხელა, განქორწინებული, ან დაქვრივებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
იერიანის თქმით, ტეხასის ამ სოფელში ცხოვრებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო – გასულ ზაფხულს თითო ადგილას, თითქმის, 500 ადამიანი გამოთქვამდა სურვილს. ამან სოფლის დამფუძნებელს აიძულა, ახალი წევრების შერჩევას ძალიან სერიოზულად მოკიდებოდა და თითოეულ კანდიდატს პირადად შეხვედროდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
