ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს. Politico-ს ცნობით, ევროკომისიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი , რომელსაც გლობალური ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელების რეგულირება დაევალა.
ექსპერტებისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Open AI, Google-ი, Meta და Microsoft-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად გამჭვირვალეა კომპანიების მიერ გამოყენებული ალგორითმები, ავრცელებენ თუ არა დეზინფორმაციას და იცავენ თუ არა ისინი საავტორო უფლებებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
წესების დარღვევის შემთხვევაში ტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები დაეკისრებათ.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
