კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალაქ პერეირაში მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის, მაურისიო სალასარის ცნობით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან ჩარჩენილი.
მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მანისალესშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველები შენობების ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
შეგახსენებთ, კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრის შემდეგ 2.8 და 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
