წყნარ ოკეანეში რამდენიმე დღის განმავლობაში მაცივრით ტივტივებდნენ: ორი მეთევზის წარმოუდგენელი გადარჩენის ისტორია

დღის სიახლეები უცხოეთი

მექსიკის სანაპიროსთან ხუთდღიანი სამძებრო ოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა. 14 აგვისტოდან დაკარგული ორი მამაკაცი ცოცხალი იპოვეს.

საზღვაო ძალების ცნობით, მეთევზეები ჩიაპასის შტატიდან, დაახლოებით, 150 მილის დაშორებით იპოვეს თვითმფრინავებისა და გემების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით.

მამაკაცების უჩვეულო სამაშველო მოწყობილობა დიდი ლურჯი მაცივარი იყო, რომელიც მათ წყალში ყოფნის საშუალებას აძლევდა. საპატრულო გემის ეკიპაჟის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ირხევა კონტეინერი ოკეანის ტალღებში. სწორედ ამან გადაარჩინა მეთევზეები ღია ზღვაში დახრჩობისგან.

გადარჩენილი მამაკაცები საზღვაო გემზე გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს. ერთ-ერთი მეთევზე იმდენად დაღლილი იყო წყალში ხანგრძლივი ყოფნის შედეგად, რომ საკაცით გადაიყვანეს. გამოკვლევის შემდეგ ორივე პორტში გადაიყვანეს და ნათესავებს გადასცეს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *