ლაბირინთი პუტინისა და ტრამპის გამოსახულებით სიმინდის ყანაში

დღის სიახლეები უცხოეთი

გერმანელმა ფერმერმა შექმნა სიმინდის ყანის ლაბირინთი, რომელზეც ტრამპი და პუტინი ბავშვობაში არიან გამოსახულნი.

2009 წლიდან ბენედიქტ ლიუნემანი თავის 20,000 კვადრატული მეტრის მინდორში თემატურ ლაბირინთებს ქმნის. ამჯერად ის პუტინსა და ტრამპს აკრიტიკებს.

გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსები ბავშვებად არიან გამოსახულნი და ტრამპს გლობუსის ფორმის ბურთი უჭირავს ხელში, მონაწილეებს შიგნით ვიქტორინაც ელოდებათ.

ერთ-ერთი კითხვაა:
„რას უნდა დაემორჩილოს ამერიკელი პრეზიდენტი?“

პასუხის ვარიანტები:

  • კანონს და წესრიგს,
  • ხმაურს და ქაოსს,
  • თავისი დედის წესები.

კაპენბერგში სიმინდის ლაბირინთი პარასკევი-კვირის ჩათვლით ჰელოუინამდე ღია იქნება.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *