რუსეთი ფრონტზე ჯარისკაცებისთვის ცხელი კერძების მისაწოდებლად დრონებს გამოიყენებს

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსი სამხედრო მზარეულები დრონების მართვას ისწავლიან – ისინი მათ გამოყენებას ფრონტის ხაზზე საკვების მიწოდებისთვის გეგმავენ.

რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, რომ რუსი სამხედრო შეფ-მზარეულების სასწავლო პროგრამა მოიცავს საჰაერო დრონებისა და სახმელეთო რობოტული სისტემების მართვის კურსს.

ჯერ კადეტები დრონების დიზაინსა და ტექნიკურ მახასიათებლებს შეისწავლიან, შემდეგ კი პრაქტიკულ მომზადებაზე გადავლენ. სპეციალურად აღჭურვილ საწვრთნელ მოედანზე ისინი დრონებში საკვებს ჩატვირთავენ, განსაზღვრულ ადგილას მიიტანენ, დაბრკოლებებს გადალახავენ და რადიო ელექტრონულ ბრძოლას თავს არიდებენ.

გეგმავენ, რომ ეს შეძენილი უნარები გამოყენებული იქნება რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცხელი კერძების მიწოდებისთვის წინა პოზიციებზე, რომლებზეც ჩვეულებრივი ტრანსპორტით მიღწევა რთულია ან საშიშია. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო შეფ-მზარეულები დრონებს არა მხოლოდ საკვების მიწოდებისთვის, არამედ მარშრუტის დაზვერვისთვისაც გამოიყენებენ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *