უკრაინის ომბუდსმენი – რუსეთის აგრესიის გამო საზღვარგარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება

დღის სიახლეები უცხოეთი

უკრაინის სახალხო დამცველის დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამჟამად, რუსული აგრესიის გამო, უკრაინის ფარგლებს გარეთ, 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება.

„ჩვენი 8.4 მილიონზე მეტი მოქალაქე ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება“, – აღნიშნა ლუბინეცმა.

„ევროსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინის 4.38 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.

უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ. ამ სამ ქვეყანაში დაახლოებით 2.65 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *