რუსეთში შავი ზღვის საერთაშორისო კრუიზებისთვის გიგანტური ლაინერის პროექტი შემუშავდა. ლაინერი რუსეთს, საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის საკრუიზო ხაზებით მგზავრების გადასაყვანად არის განკუთვნილი.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საკონსტრუქტორო ბიურო “ვიმპელის“ პრეზენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პროექტის შემქმნელია.
ლაინერი რუსეთის გემთმშენებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. ამასთან, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, გემი ხმელთაშუა ზღვის პორტებში, მაგალითად, საბერძნეთში გაჩერებასაც შეძლებს.
ბორტზე სტანდარტული ორადგილიანი, ასევე, აივნიანი და ლუქს-კაიუტები განთავსდება. დიზაინის მიხედვით, ბორტზე თეატრი, Duty Free-მაღაზია, კოსმეტიკის ბუტიკი, მგზავრებისთვის სამედიცინო განყოფილება, სპა, რესტორნები, ბარები და ჩოგბურთის კორტი გაკეთდება.
გემის სამგზავრო ტევადობა 2000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. ამჟამად, ყველაზე დიდი რუსული ლაინერი „მუსთაი ქარიმია,“ რომლის მგზავრთა ტევადობა 329 ადამიანია.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
