სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ ევროპა დიდი ომის ზღვარზეა.
მან ეს მოსაზრება მედიაჯგუფ „აქსელ სპრინგერის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მათიას დოპფნერის პოდკასტში გამოთქვა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დიდი ომის დასაწყისში ვართ“, – თქვა ვუჩიჩმა. მას იმედი ჰქონდა, რომ ვინმე ცოტა ხნის წინ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენდა.
„ეს არ მომხდარა და არც მალე მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით დიდი ომის ზღვარზე ვართ“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ვუჩიჩი არ თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი 2026 წელს დასრულდება.
„მე ვერ ვხედავ, რომ ომი წელს დასრულდეს, ვერ ვხედავ, რომ ის მომავალ გაზაფხულამდე დასრულდეს“, – თქვა მან. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის „კომპრომისული გადაწყვეტილებების შესაძლებლობას“ ვერ ხედავს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
