აზოვის ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმას აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა და სამი დაშავდა

აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „როიტერს“ განუცხადა. ორივე გემზე სულ აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა დრონებმა ხუთი გემი მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სანაპირო […]

Continue Reading

გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მას 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას.“- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. საქმე ეხება მოქალაქის მიერ ფრიდრიხ მერცის მიმართ სოციალურ […]

Continue Reading

მედია – სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს

სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შესახებ, რომლის პარაფირებაც მაისში, ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიტისას შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის […]

Continue Reading

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება – ტრამპი

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოდკასტ Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი ამას დათანხმდნენ. შეუძლიათ, რომ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც დათანხმდნენ“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ირანი დიდებული წარმატებაა. ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებაზე ვმუშაობთ და თუ გამოვა, ეს […]

Continue Reading

ვიდრე მოლაპარაკებები ჩიხშია, აშშ-მ და ირანმა დარტყმები ისევ გაცვალეს – მედია

აშშ-სა და ირანის ძალებმა სამშაბათს გაცვალეს დარტყმები, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გამწვავდა. დაპირისპირება პირდაპირ სროლას გასცდა. ამის შესახებ Axios წერს. კერძოდ, აშშ-ის სამხედროებმა რამდენიმე ირანული ბალისტიკური რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და თავდაცვის მიზნით ქეშმის კუნძულზე, ჰორმუზის სრუტეში, ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ დარტყმა განახორციელეს. თავის მხრივ, ირანის ისლამური […]

Continue Reading

სანავთობო შემოსავლები და პატრიარქი კირილი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – Politico

ევროკავშირი ჩქარობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე რაუნდზე შეთანხმებას მომავალი კვირის ბოლომდე მიაღწიოს. ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა რუსეთის ნავთობის შემოსავლებს, მის ბანკებსა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხებოდეს, იუწყება გამოცემა Politico. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი წინადადება შეიძლება იყოს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა. ამჟამინდელი „ფასის ჭერი“, რომელიც ბარელზე 44,10 აშშ დოლარს შეადგენს, ამ ზაფხულს იწურება. თუ არანაირი ქმედება […]

Continue Reading

რუსეთი სომხური პროდუქტის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს, ფაშინიანი რუსული სანქციით დაზარალებულებს დახმარებას პირდება

რუსეთი სომხეთის სასოფლო სამეურნეო კულტურის იმპორტზე მორიგ შეზღუდვას აწესებს. რუსული მედიის თანახმად, 3 ივნისიდან შეზღუდვები შეეხება სომხური წარმოშობის ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტს, ასევე ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტს. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე არ შემუშავდება ალგორითმი გადაზიდული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში „როსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა […]

Continue Reading

ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა – მედია

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. სააგენტომ აღნიშნა, რომ ირანმა და „წინააღმდეგობის ფრონტმა“ – რომელიც მოიცავს მის შიიტ მოკავშირეებს იემენში, ლიბანსა და ერაყში – დასახეს გეგმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებისა და სხვა […]

Continue Reading

პუტინმა განმარტა, რა იგულისხმა ნათქვამში უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“

ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა თავის ბოლო განცხადებაზე, რომ მისი აზრით, უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“. გაზეთ „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მან ომის სწრაფი დასრულება იწინასწარმეტყველა, რადგან რუსული ჯარები ბრძოლის ველზე „ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ“. „ბრძოლის ველზე სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ სიტუაცია დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა პუტინმა […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading