რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

დღის სიახლეები უცხოეთი

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმა დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის. მას შეეძლო დაეჩქარებინა ეს პროცესი, განსაკუთრებით მონტენეგროსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ალბანეთისთვის”, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *