ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა – კიდევ ოთხი კი ინფიცირებულია

დღის სიახლეები უცხოეთი

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა, კიდევ ოთხი კი ინფიცირებულია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი ინფიცირებული კოღო გახდა, რომელიც ქვეყანაში, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბარგის განყოფილებიდან მოხვდა. აეროპორტის ტერიტორიაზე მწერების საწინააღმდეგო ტექნიკა დაამონტაჟეს.

მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ინფიცირებული თანამშრომლები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

პრაიმტაიმი

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *