კადიროვის 18 წლის შვილს კიდევ ერთი ორდენი გადასცეს – ამჯერად, აფხაზებმა

დღის სიახლეები უცხოეთი

ადამ კადიროვს ახალი მედალი გადაეცა – ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსგან.

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედალი „სამხედრო თანამშრომლობისთვის“ მიიღო. ჯილდო მას გუდერმესში უსაფრთხოების ძალებს შორის ტაქტიკური სროლის ჩემპიონატის შემდეგ გადაეცა.

რამზან კადიროვის თქმით, ჯილდო „ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მაღალი დონის“ დამსახურებაა.

ეს 20-ზე მეტი ჯილდოდან ერთ-ერთია, რომელიც კადიროვ უმცროსმა მიიღო. მან ჯილდოების აქტიურად მიღება 15 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *