მეცნიერებმა თურქეთში, ნოეს კიდობნის ძიების არეალში, უცნაური წარმონაქმნები აღმოაჩინეს

დღის სიახლეები უცხოეთი

მკვლევრებმა თურქეთში, დურუფინარის კლდოვანი წარმონაქმნის რაიონში, რომელსაც ზოგიერთი ნოეს კიდობნის  სავარაუდო ადგილად მიიჩნევს, მიწისქვეშა სიცარიელეები და სხვა ანომალიები აღმოაჩინეს. რადიოლოკაციური სკანირების შედეგების მიღება ორი თვის განმავლობაში იგეგმება. აღმოჩენის შესახებ უცხოური მედია წერს.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯენქერ ათილას თქმით, სპეციალისტებმა ადგილმდებარეობის 3D-მოდელები შექმნეს და მიწისქვეშა სკანირება ჩაატარეს. წარმონაქმნის შიგნით 40 პროცენტით მეტი ნახშირბადი აღმოაჩინეს, ვიდრე მის გარეთ, რაც შესაძლოა ორგანული ნივთიერების ან ხის არსებობაზე მიუთითებდეს.

წარმონაქმნის სიგრძე დაახლოებით 164 მეტრია – დაახლოებით 300 ძველი წყრთა, როგორც კიდობნის ზომაა აღწერილი ძველ აღთქმაში. მკვლევრები ნიადაგის ათასამდე ნიმუშის აღებას გეგმავენ, რის შემდეგაც მიღებულ მონაცემებს შეაფასებენ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *