ესპანეთმა ტემპერატურის თავისივე რეკორდი მოხსნა

დღის სიახლეები უცხოეთი

ესპანეთმა სექტემბრის ტემპერატურის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, Aemet-მა, სოციალურ მედიაში განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბერს ელ გრანადოს მუნიციპალიტეტში ტემპერატურა 45.7°C-მდე (113.5°F) აიწია. ტემპერატურამ სექტემბრის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც 2016 წელს მონტოროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც ასევე 45.7°C-ს (113.5°F) მიაღწია.

ივლისში ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდის ავტონომიურ თემსა და ავილას პროვინციაში (კასტილიისა და ლეონის ავტონომიურ თემში) საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ხანძრებისა და ანომალური სიცხის გამო.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *