ისლანდიელი ამომრჩევლების უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას წინააღმდეგ მისცა ხმა. RÚV-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეებს ხმების რაოდენობამ 52.5% შეადგინა, ხოლო მომხრეების – 47.5%.
ხმების დათვლის დაწყებისას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების მომხრეები ლიდერობდნენ, 51.2%-ით 48.8%-ის წინააღმდეგ. ეს აიხსნება იმით, რომ ხმების უფრო დიდი ნაწილი რეიკიავიკში იყო დათვლილი, სადაც ევროკავშირის მომხრეები უფრო მეტია.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეები გაცილებით მეტი აღმოჩნდნენ სოფლებსა და რაიონებში.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიტანა. მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო, მაგრამ სამი წლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ისინი შეაჩერა. 2015 წელს ხელისუფლებამ ევროკავშირს სთხოვა, ისლანდია კანდიდატ ქვეყნად აღარ მიეჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია ევროკავშირის წევრი არ არის, ის ევროპის ეკონომიკური ზონისა და შენგენის ზონის წევრია.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
