სომხეთი მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს თავისთან ეპატიჟება

დღის სიახლეები უცხოეთი

თუ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდება, სომხეთი რუსებს რესპუბლიკაში შესვლაში ხელს არ შეუშლის და მზად არის, მათ დაეხმაროს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან ალენ სიმონიანმა რუსულ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარზე არავინ არავის ჰკითხავს, ​​თუ რატომ ჩადიან სომხეთში.

„რუს ხალხს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ვუთხრა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში. ჩვენ აქ ყველა გვიყვარს და ყველას პატივს ვცემთ. ისინი აქ იპოვიან ყველაფერს, რისი პოვნაც სომხეთში ჩასვლისას სურთ. რუსეთში დაბრუნდებიან მაშინ, როცა მათთვის მოსახერხებელი იქნება,“ – ამბობს სიმონიანი ფრონტზე გაგზავნის თავიდან აცილების მსურველი რუსეთის მოქალაქეების შესაძლო შედინების შესახებ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება არა მხოლოდ არ შეაფერხებს შესვლას, არამედ საჭიროების შემთხვევაში რუსებს დახმარებასაც გაუწევს.

გამოცემა „ვერსტკას“ ცნობით, რუსებს შორის სომხეთის დედაქალაქ ერევანში ბინების დაქირავებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ადგილობრივი რეალტორების შეფასებით, „სიტუაცია, ზოგადად, 2022 წლის ანალოგიურია.“ ბინების გაქირავების ფასები 30%-ით გაიზარდა. რუსები ბინებს უცნობებთან ერთად ერთობლივი დაქირავებით ეძებენ. უძრავი ქონების სომხურ Telegram-არხ „მეტრები-დრამებშის“ ცნობით, „დასაქირავებელი ნორმალური ვარიანტები“ უკვე ამოიწურა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *