რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება – უიტკოფი და კუშნერი

დღის სიახლეები უცხოეთი

უიტკოფმა და კუშნერმა ფრანგულ მხარეს აცნობეს, რომ რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება.

კიევში ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის დროს აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ კრემლი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ იტყობინება Le Monde, ელისეს სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით.

„ამერიკელებმა [კვირას კიევში] გვითხრეს, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთთან ახალი მდგომარეობის განხილვა იქნება საჭირო და ამ კონტექსტში, ჩვენ მოლაპარაკებების ახალი დასაწყისისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ელისეს სასახლის წარმომადგენელმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *