„მას სურს შეთანხმების დადება“ – ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინდელ სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან „შესანიშნავი“ უწოდა.

“ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას სურს შეთანხმების დადება და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“, – თქვა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ პუტინიც და ზელენსკიც „ბრძოლით დაიღალნენ“.

გუშინ პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, იტყობინება მისი თანაშემწე იური უშაკოვი. მისი თქმით, პუტინმა და ტრამპმა „მოსკოვსა და კიევში ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების შედეგებზე მოსაზრებები გაცვალეს“. პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“ და ომში მიმდინარე მოვლენების „ობიექტური და საფუძვლიანი ანალიზი“ მიაწოდა, თქვა უშაკოვმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *