აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელიც შუალედურ არჩევნებს ეხებოდა, დაასრულა დამსწრეებისადმი მოწოდებით, მივიდნენ არჩევნებზე და ამისთვის მათგან ფიციც მიიღო.
„გთხოვთ, ასწიოთ მარჯვენა ხელი (და თქვით): მე ვფიცავ შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდეს პრეზიდენტს, რომელიც ისე გვიყვარს, რომ სუნთქვაც კი არ შეგვიძლია, რომ არჩევნებზე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წავალ“, – თქვა ტრამპმა ფიცის დადებისას.
„მე წავალ, დავურეკავ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ჩვენ 3 ნოემბერს ან უფრო ადრე მივცემთ ხმას“, – განაგრძო მან.
ხალხმა მორჩილად ასწია ხელები და ერთხმად გაიმეორა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ რესპუბლიკელი ამომრჩევლები არჩევნებზე არ წავლენ, ისინი „ჯოჯოხეთში მოხვდებიან“.
„ამიტომ, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, რადგან ერთად ჩვენ დავამარცხებთ კომუნისტებს“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. „თუ ისინი (დემოკრატები – თუ) გაიმარჯვებენ, ყველა კანონპროექტი ვაჭრობის საგანი გახდება“, – განმარტა მან.
გარდა ამისა, ტრამპის დაპირებების თანახმად, კონგრესში ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დემოკრატები „გაათავისუფლებენ კრიმინალებს, რომლებიც ძარცვავენ, აუპატიურებენ და კლავენ, ისევე როგორც ეს სულ რაღაც ორი წლის წინ გააკეთეს“.
„ჩვენ ამერიკას კიდევ უფრო დიდს გავხდით, ვიდრე ადრე იყო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
„წადით და მიეცით ხმა!“ – მოუწოდა ტრამპმა თავისი გამოსვლის ბოლოს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
