ტრამპი ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარს დაჰპირდა, თუ “რესპუბლიკელები” შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

დღის სიახლეები უცხოეთი

„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თქვენც ჩვენთან ერთად გაიმარჯვებთ და 5000 დოლარს მიიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა დალასში გამართულ პარტიულ ყრილობაზე. მან თავის ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. Associated Press-ის შეფასებით, გადახდები ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და კონგრესის თანხმობას საჭიროებს.

თუმცა, ტრამპის გამოსვლიდან მალევე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აღიარა, რომ მდიდარი ამერიკელები ამ თანხას არ მიიღებდნენ, იუწყება AP.

მან განაცხადა, რომ გადახდები შეიძლება ტარიფებით დაფინანსდეს, მაგრამ მათი სავარაუდო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის მიერ გენერირებულ შემოსავალს. თეთრ სახლ ჯერ არ გაუვრცელებია ინიციატივის დეტალები.

შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში ტარდება – ისინი ხელახლა ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს და სენატის დაახლოებით მესამედს, მაგრამ არა პრეზიდენტს. შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია აკონტროლებს კონგრესს და შეუძლია თეთრი სახლის ინიციატივების გატარება ან დაბლოკვა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *