რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება სახელწოდებით: „დასავლეთი აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის… რუსეთში“. მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და „წამყვანი ევროპული ქვეყნები“ სექტემბერში ერთიანი არჩევნების დღის წინ „რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფართომასშტაბიან სტრატეგიას“ ახორციელებენ. დაზვერვის ძირითადი მტკიცებულებებია:
— ევროპულმა ქვეყნებმა მოუწოდეს უკრაინას, გააძლიეროს დივერსიები და დარტყმები რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონებსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ, რათა პანიკა გამოიწვიონ და სამთავრობო რესურსები გადაიტანონ;
— ევროპული დაზვერვის სააგენტოების წარმომადგენლები რუსეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების ორგანიზებას განიხილავენ;
— საზღვარგარეთ მოქმედი რუსეთის ოპოზიციური ორგანიზაციების დავალებაა არჩევნების ბოიკოტირების ან „აქტიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“კენ მოწოდება;
— არჩევნების შემდეგ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი გეგმავენ შედეგების უარმყოფელი განცხადებების გაკეთებას „კენჭისყრის მომზადებასა და ჩატარებაში უხეში დარღვევების“ გამო.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
