დიდ ბრიტანეთში თოლიებმა გამვლელებს 232 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები მოპარეს. და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში!
Compare the Market-მა დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს შორის საკმაოდ არატრადიციული გამოკითხვა ჩაატარა. მისი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენ საკვებს პარავენ თოლიები გამვლელებს (მათი თავდასხმების ვიდეოები რეგულარულად ვრცელდება ვირუსულად).
დიდი ბრიტანეთის 2000 მაცხოვრებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 71%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია თოლიების მიერ საკვების მოპარვა (საშუალოდ 0.8 ქურდობა ერთ ადამიანზე ბოლო წლის განმავლობაში).
ყველაზე ხშირად მოპარული საკვები პროდუქტია თევზი და ჩიფსები, შემდეგ მოდის სენდვიჩები და ნაყინი.
მოპარული ნივთის საშუალო ღირებულება 7.40 დოლარია. დიდი ბრიტანეთის მთელ ზრდასრულ მოსახლეობაზე გადაყვანის შემთხვევაში, ეს უზარმაზარი თანხა – 232,773,644 დოლარია.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
