მოსკოვზე დრონით თავდასხმის გამო ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში 120-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრთხილად, მოსკოვი“ ავრცელებს.
გამოცემის გათვლებით, მოსკოვის ორ აეროპორტში განრიგის ცვლილებებმა გავლენა მოახდინა თითქმის 40 გამავალ და 80-ზე მეტ შემომავალ რეისზე. მგზავრები უკვე რამდენიმე თვითმფრინავში იყვნენ ასულები, რის შემდეგაც, ადგილობრივი დროით 22:27 საათზე, შერემეტიევოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში „ხალიჩის“ გეგმა ამოქმედდა.
ზოგიერთი რეისი მეორე დღისთვის გადაიდო.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 2 სექტემბრის საღამოს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ცხრა დრონი ჩამოაგდეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
