დონალდ ტრამპი: CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო, არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება – შესაძლოა, რამე გამოვიდეს

დღის სიახლეები უცხოეთი

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში.

“ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება”, – განაცხადა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა რამე გამოვიდეს”.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *