მარია ზახაროვა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ, ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს, რომლებიც მოტყუებულები დარჩნენ და პანიკაში ჩავარდნენ.

„როგორ ვუყურებს მათ ჩვენი უწყება? როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან ზოგი პანიკაში ჩავარდა, ზოგი კი შესაძლოა, ნამდვილად მოტყუებული და შეცდენილი იყო“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ რუსების მიმართ დამოკიდებულების შესახებ კითხვს საპასუხოდ, რომლებმაც „ზემო ლარსი და სხვა საკონტროლო პუნქტები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში შტურმით აიღეს და ახლა დაბრუნება სურთ“.
ზახაროვამ განმარტა, რომ რუსეთში დაბრუნების მსურველთა შორის არიან ისეთებიც, ვინც რუსეთის კანონები დაარღვია. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა.

იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, მოგვიანებით კი ინანეს თავიანთი გადაწყვეტილება და დაბრუნება სურდათ, ზახაროვამ გაიხსენა ბიბლიური იგავი უძღები შვილის შესახებ. „(თუ ისინი დაბრუნდებიან) მონანიებით, სინანულით, აგრესიის გარეშე, იმის გაგებით, რომ შეცდნენ, მაშინ ეს მიღებულია“, – დაასკვნა ზახაროვამ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *