პაპუა-ახალ გვინეაში კვების დროს ნიანგი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, იუწყება ABC Australia.
მტაცებელი მამაკაცს ფეხებში სწვდა და წყალში ჩაათრია დამთვალიერებლების თვალწინ, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ნიანგი მოკლა და თანამშრომელი გაათავისუფლა. მამაკაცი ფეხის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკი დროებით დაიხურა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
