ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე შესთავაზა

დღის სიახლეები უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე შესთავაზა.

უკრაინის პრეზიდენტმა ეს წინადადება DW-სთან ინტერვიუში გააჟღერა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მოლაპარაკებებისთვის ძლიერ პოზიციაშია“. მან პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა და დასძინა, რომ პუტინი თუ სამიტს დაესწრება, თავადაც მაიამიში გაემგზავრებოდა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – თქვა მან გამოცემასთან ინტერვიუში.

პუტინი პირადად 2019 წლიდან არ დასწრებია G20-ის სამიტს. გასულ თვეში რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი შეერთებულმა შტატებმა მიიწვია ჩრდილოეთ კაროლინაში G20-ის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

კრემლს ჯერ არ განუხილავს პუტინის მაიამიში დიდი ოცეულის სამიტზე გამგზავრების შესაძლებლობა.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, „იზვესტიას“ განუცხადა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *