ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა – ხუთი ადამიანი დაიღუპა

დღის სიახლეები უცხოეთი

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ნიდერლანდებიდან შვეიცარიის კანტონ გრაუბუნდენში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.

ავარია სუშისა და ზერნეზის სოფლებს შორის მოხდა. ავტობუსში 45 ზრდასრული მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *