უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – დონალდ ტრამპი

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth-ზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთიც დათანხმდა იმავეს გაკეთებას. “დიზელის საწვავის გლობალური ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით” – წერს ტრამპი. 🔵13 სექტემბერს ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების […]

Continue Reading

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ – მედია

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსეთმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ვოლინის რეგიონში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში დაარტყა. „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ მატარებელი კიევიდან ვარშავაში მიემგზავრებოდა. „შპიგელის“ ცნობით, უკრაინიდან კიდევ ერთ მატარებელში იმყოფებოდნენ ფრიდრიხ მერცის საგარეო პოლიტიკისა და […]

Continue Reading

ტრამპმა ზელენსკის მიმართა: “არსებობს მრავალი სხვა მიზანი. ნუ დაუმიზნებთ დიზელის საწვავს, რადგან ეს მთელ მსოფლიოს აზიანებს”

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოებზე დარტყმები – „არსებობს მრავალი სხვა მიზანი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ირლანდიაში, Amgen Irish Open-ზე გააკეთა: “ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების ობიექტების დაზიანება. მას შეუძლია სხვა სამიზნეებზე შეტევა, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან სწორედ ეს იწვევს დეფიციტს. ეს არ ხდება ახლო აღმოსავლეთის გამო. ეს […]

Continue Reading

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფის განსახილველად ემზადებიან, იტყობინება The Telegraph.

დღეს, მთავრობის მეთაურები კარდიფში შეხვდებიან და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ, რომელიც დამოუკიდებლობის რეფერენდუმების ჩატარების უფლებას მოიცავს. შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ სვინიმ უკვე განაცხადა, რომ ამჟამინდელ ბრიტანულ სისტემას მდგრადად არ მიიჩნევს და ვესტმინსტერს მოუწოდა, მოემზადოს „გაერთიანებული სამეფოს“ მომავლისთვის. ბოლო არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიებმა ქვეყნის სამივე არაინგლისურენოვან ნაწილში გაიმარჯვეს: შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შოტლანდიაში, Plaid Cymru-მ უელსში და Sinn […]

Continue Reading

კუშნერი: აშშ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ნაბიჯებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გამოაცხადებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ნაბიჯებს, იუწყება უკრაინული მედია კუშნერის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მან კიევის ფორუმზე ვიდეოკავშირის საშუალებით გამოსვლისას გააკეთა. „კუშნერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ შეძლებს გამოაცხადოს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების პროცესთან დააახლოებს“, […]

Continue Reading

ბორანის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ვანუატუს სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. “როიტერის” ცნობით, ბორტზე 40-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა უსაფრთხოების წესების დარღვევით იყო გამოწვეული – ეკიპაჟმა უგულებელყო შტორმის შესახებ გაფრთხილებები და გემის გადატვირთვა დაუშვა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა ეს წინადადება DW-სთან ინტერვიუში გააჟღერა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მოლაპარაკებებისთვის ძლიერ პოზიციაშია“. მან პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა და დასძინა, რომ პუტინი თუ სამიტს დაესწრება, თავადაც მაიამიში გაემგზავრებოდა. „ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – თქვა მან გამოცემასთან ინტერვიუში. […]

Continue Reading

ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, 94 წლის პრინცესაც გარდაიცვალა

ნორვეგიის პრინცესა ასტრიდ მოდ ინგებორგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ დაზუსტებულა. პრინცესა ძმის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მეფის დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მონაწილეობდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტრამპმა “რესპუბლიკელებს” დააფიცა, რომ შუალედურ არჩევნებზე მივლენ, თუ არა და ჯოჯოხეთში მოხვდებიან – მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელიც შუალედურ არჩევნებს ეხებოდა, დაასრულა დამსწრეებისადმი მოწოდებით, მივიდნენ არჩევნებზე და ამისთვის მათგან ფიციც მიიღო. „გთხოვთ, ასწიოთ მარჯვენა ხელი (და თქვით): მე ვფიცავ შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდეს პრეზიდენტს, რომელიც ისე გვიყვარს, რომ სუნთქვაც კი არ შეგვიძლია, რომ არჩევნებზე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წავალ“, – თქვა ტრამპმა ფიცის დადებისას. […]

Continue Reading

ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა – ხუთი ადამიანი დაიღუპა

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ნიდერლანდებიდან შვეიცარიის კანტონ გრაუბუნდენში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ავარია სუშისა და ზერნეზის სოფლებს შორის მოხდა. ავტობუსში 45 ზრდასრული მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading