ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბიქში” საჯარო ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში” ხათუნა შენგელია წერს.
“მსახიობი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ისტორიულ დრამაში: The Revolution According to Kamo ითამაშებს. ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, გადაღებების დიდი ნაწილი კი საქართველოში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს.
სიუჟეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში ვითარდება და ორი მეგობრის, კამოსა და იოსებ ჯუღაშვილის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი მოიცავს 1891-1922 წლებს და გვიჩვენებს რევოლუციურ მოძრაობას, ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და 1907 წლის თბილისის ბანკის ცნობილ ძარცვასაც.
აღსანიშნავია, რომ პროექტის სცენარის თავდაპირველ ვერსიაზე მუშაობდა პოლონელი რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი, რომლის ფილმმა „Ida“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ მოიპოვა.
კიდევ ერთი საინტერესო საერთაშორისო პროექტი ქართველი მსახიობის მონაწილეობით!” – წერს ხათუნა შენგელია.



