საპენსიო ფონდმა ₾9.7 მილიარდს გადააჭარბა – ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარია

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომამ 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ეს თანხა წარმოადგენს 1,568,129 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, შესაბამისად სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელში პორტფელის ზომა 2.5 მილიარდი ლარით გაიზარდა. საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძემ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით იმგზავრა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა – თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა. პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება. „დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 7 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0264 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0260 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – რუსეთში საქართველოდან 46,4 მილიონი დოლარის მინერალური წყალი შევიდა – “საქსტატი”

2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა საქართველოდან მინერალური წყლის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე – 46,4 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთში საქართველოდან 46,4 მილიონი დოლარის ღირებულების მინერალური წყალი შევიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შესყიდვების მოცულობამ 41,8 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია […]

Continue Reading

საქართველოში მიმავალ მოქალაქეებს ბაქოში მატარებლით დაბრუნება უჭირთ – მედია

საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება Oxu.Az-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე საჩივრები შევიდა. მოქალაქეებმა განაცხადა, რომ ასობით აზერბაიჯანელს უჭირს საქართველოდან ბაქოში დაბრუნება. მათი თქმით, მატარებლის ბილეთები გაყიდულია. ამ მიზეზით, ისინი ასევე დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში. სიტუაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რკინიგზამ (AR) განაცხადა, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, საქართველოდან აზერბაიჯანში […]

Continue Reading

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ

აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობის შემცირება, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი. „ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის […]

Continue Reading

ცნობილია უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6229, ევრო – 3.0260, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5315 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6239, ევრო – 3.0219, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5284 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 6 აგვისტოს […]

Continue Reading

„ამაზე ფიქრიც არ მინდა – არ უნდა დავუშვათ, თევზის ეს ნაკადი სომხეთიდან საქართველოსკენ წამოვიდეს“

„ასეთი პროდუქციის შემოდინება ცუდად აისახება აკვაკულტურის დარგზე“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯის” ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე, სომხეთიდან საქართველოში თევზის ექსპორტის შესაძლო დაწყების საკითხს. როგორც სოფო დიასამიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, სომხეთიდან თევზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ აკვაკულტურას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ისედაც 97%-ით იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, იმ სახეობების წარმოება, რაც სომხეთშია განვითარებული, […]

Continue Reading

გუდაურში იგეგმება სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი – პრემიერი

გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. „ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 5 აგვისტოსთვის

4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6239 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.20 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0219 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

25 ივლისს, სისტემური ავარიის მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. დავით ნარმანიას თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა დაიწყო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემის შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, სისტემის ჩაქრობას […]

Continue Reading

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6259, ევრო – 3.0239, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5323 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6259, ევრო – 3.0206, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5308 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 4 აგვისტოს […]

Continue Reading

რუსული აკრძალვის გამო, სომხეთი თევზის ექსპორტის საქართველოში დაწყებას გეგმავს

სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. Caspianpost.com-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საქართველოსთან თევზის პროდუქტების მიწოდების დასაწყებად უკვე მზად არის. მათივე ცნობით, საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით, თანამშრომლობას გააგრძელებს. სომხეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ სომხური პროდუქციის, მათ შორის თევზის იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. რუსეთი სომხეთიდან სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს თანმიმდევრულად მაისის ბოლოდან კრძალავს. ბოლო […]

Continue Reading

წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – რა გაძვირდა და გაიაფდა

2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ამავე მონაცემებით, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო […]

Continue Reading

რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენას გეგმავს – საერთაშორისო ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა. რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. „ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს […]

Continue Reading

დოლარი იაფდება, ევრო გაძვირდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6259 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0206 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

www.ekalata.gov.ge–ზე პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელს, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს. საბაზისო არასასურსათო პროდუქტების ჩამონათვალშია: 11:00 საათის მდგომარეობით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის მიხედვით, ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარია. 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტის მიხედვით, კი ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 […]

Continue Reading

სემეკ-ის მოსაზრება, თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. სემეკ-ის სხდომიდან ამ საკითხის შესწავლის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მოსაზრების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

თბილისში დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში მონაწილე თურქულმა ერთობლივმა საწარმომ – YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-მა გამარჯვებულის გამოვლენა გაასაჩივრა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერის შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა. კომპანია ამტკიცებს, რომ გამარჯვებულად შერჩეული ერთობლივი საწარმო EYE (EmreRay Enerji İnşaat, Yüksel İnşaat და Erk […]

Continue Reading

რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ – TASS

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ცნობით, რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. ინფორმაციას TASS ავრცელებს. „ამ ეტაპზე რუსების მიერ საქართველოში მოგზაურობაზე მასობრივი უარის ან ბოიკოტის ტენდენციის შესახებ საუბარი ნაადრევია. ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები ამ მიმართულებაზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. შესაძლოა, იყოს გაუქმების ან ახალი ამბებით შეშფოთებული ტურისტების მოთხოვნების ცალკეული შემთხვევები, […]

Continue Reading

“ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში” – ეროვნული ბანკი

“ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე შეფასებით, უშუალოდ, სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. “გვსურს გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების […]

Continue Reading

ფრთხილად, თაღლითები! რა პირამიდულ სქემას უნდა ერიდოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. „ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ […]

Continue Reading

რა ღირს საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თურქეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან. უფრო კონკრეტულად, ას ქვეყანას შორის თურქეთი მე-16, აზერბაიჯანი კი 71-ე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, მარკეტებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი თურქეთში 19 დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში 10 დოლარს აჭარბებს. […]

Continue Reading

„ენგურჰესის“ დირექტორი – „იმერეთის“ 500-კილოვატიანი ხაზი გამოირთო – ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა, რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა

“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია. მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა. „ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი “იმერეთი”. … ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე. ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ […]

Continue Reading

საკვების მიტანის კომპანიამ სამუშაო ძალის 20-30% დაკარგა – რა გავლენა იქონია კურიერების დეფიციტმა

საკვების მიტანის კომპანია Glovo-მ მიმდინარე წლის 1 მარტიდან პარტნიორი კურიერების 7% დაკარგა და კადრების დეფიციტი შეექმნა, საკურიერო ბაზარმა კი ჯამურად სამუშაო ძალის 20-30% დაკარგა – ამის შესახებ BM.GE-ს გლოვოს რეგიონული ოფისიდან განუცხადეს. საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოს მთავრობამ უცხოეთის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად დასაქმება აუკრძალა. “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესული […]

Continue Reading

აშშ დოლარის ფასი არ შეცვლილა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9931 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„თურქეთიდან ახლა უკვე მსუბუქ ავტომობილებსაც აღარ ატარებენ” – რა აძვირებს მანქანებს

თურქეთის საბაჟოზე ქართველ ავტოიმპორტიორებს პრობლემები ექმნებათ, რის გამოც მათ ნაწილს მსუბუქი ავტომობილების შემოსაყვანად ალტერნატიული მარშრუტის გამოყენება უწევს. ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ადრე შეზღუდვები, ძირითადად, სატვირთო ავტომობილებს ეხებოდა, ახლა პრობლემები, უკვე, მსუბუქ ავტომობილებზეც ვრცელდება. საქმე ეხება დამატებით პროცედურებს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. „ამ ეტაპზე ამ პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ. […]

Continue Reading

ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია. კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. “ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და […]

Continue Reading

საქართველოში ევროპიდან 249 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 611 ათასმა რუსეთიდან

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით შემცირდა და 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება ძირითადად ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება — იანვარ-ივნისში საქართველოს 2.73 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76 ათასით, ანუ 3%-ით ნაკლებია. მიუხედავად შემოსავლების შემცირებისა, ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

6 თვეში ბანკების მოგებამ 1.878 მლრდ ლარი შეადგინა – რომელი მათგანი გამდიდრდა ყველაზე მეტად

2026 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 1.878 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს. სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 20.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 1.558 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” […]

Continue Reading

თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

თბილისი-რუსთავის, თბილისი-აეროპორტის, თბილისი-ლილოს და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი საქალაქო მატარებლის (მიწისზედა მეტროს) პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 27 ივლისამდე გახანგრძლივდა. ტენდერი დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს პროექტზე გამოცხადებული ტენდერის გახანგრძლივების რიგით მესამე შემთხვევაა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების […]

Continue Reading

ეროვნული ვალუტის კურსი – დოლარი ისევ იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6315 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0100 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

1 მილიარდ 101 მილიონის შემოსავალი მოგზაურებისგან – რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება ტურისტების რეკორდული რაოდენობა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 195 მილიონ დოლარს გაუტოლდა […]

Continue Reading

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა. კერძოდ, “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნებული დადგენილება საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. დადგენილება 15 ივლისით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ. 2026 […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება – ვალუტის კურსი 17 ივლისის

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6333 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0191 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.93 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

რამდენი ადამიანი იღებს 100 ათას ლარიან ხელფასს ყოველ თვე საქართველოში – შემოსავლების სამსახური

საქართველოში დაქირავებული მუშაკების ძირითადი ნაწილის ხელფასი 3,6 ათას ლარზე ნაკლებია, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში. სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 353.500 ადამიანი იღებს 1.200-დან 2.400 ლარამდე ხელფასს, ხოლო 184.300 ადამიანი – 2.400-დან 3.600 ლარამდე. მათგან 173.500 პირი იღებს 1.000 ლარამდე, ხოლო 60.900 – არაუმეტეს 1.200 ლარისა. 148.500 ადამიანი იღებს 3.600-დან 9,.600 ლარამდე ხელფასს, ხოლო 18.800 ადამიანი […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა – პროექტი ₾288 მლნ ჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება […]

Continue Reading

თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება

“თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება”- ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნარიმან ფიცხელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის თხევადი გაზის გასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას „ფასი მუდმივად იზრდება მომწოდებლების მხრიდან, ბირჟებზე მუდმივი გაძვირება და შეფერხებები მიმდინარეობს. შესაბამისი შედეგი ამ დღეებში უკვე აისახა და კიდევაც აისახება ქართულ რეალობაში. ამ […]

Continue Reading

ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წერს. სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. „ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს კიდევ 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი – ბათუმი – ერევანის საჰაერო […]

Continue Reading

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო. ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე Starbucks-ის ფრენჩაიზის მფლობელია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, Alshaya […]

Continue Reading

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს “რიყე დომ”-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მისი დემონტაჟის უფლებით გასხვისებას ითვალისწინებდა, რაც ადგილზე მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო. 2025 წლის ივნისში “რიყე დომ”-ის […]

Continue Reading

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება – პრემიერი

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ […]

Continue Reading

დოლარი გაიაფდა, ევრო გაძვირდა – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0140 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

ჩინეთიდან საქართველოში 874 მილიონი ლარის 20 მილიონი ამანათი გამოიწერეს – სტატისტიკა

2025 წელს საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა – ამის შესახებ ირკვევა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან, რომელიც უწყებამ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას მიაწოდა. თანხობრივად გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება გასულ წელს 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით გაიზარდა. შედარებისთვის მხოლოდ ეს ნაზარდი უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება რაც 558 მილიონ ლარს […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0167 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს პროექტებში – ჩინეთის ელჩი

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას. ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. „გვჯერა, რომ […]

Continue Reading

აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური – რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, […]

Continue Reading

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0237 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0144 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

5 თვეში 2 ტონაზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შემოვიდა – ვისგან ვყიდულობთ და რა ფასად

2026 წელს 5 თვეში საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანაში იანვარ-მაისის განმავლობაში 886 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა საფრენი აპარატი შემოვიდა. იმპორტი მცირეა, თუმცა წლიური ზრდა 39.5% იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელზედაც იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: აღსანიშნია, რომ 2025 წელს ქვეყანამ […]

Continue Reading