რუსული აკრძალვის გამო, სომხეთი თევზის ექსპორტის საქართველოში დაწყებას გეგმავს

დღის სიახლეები ეკონომიკა

სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს.

Caspianpost.com-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საქართველოსთან თევზის პროდუქტების მიწოდების დასაწყებად უკვე მზად არის.

მათივე ცნობით, საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით, თანამშრომლობას გააგრძელებს.

სომხეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ სომხური პროდუქციის, მათ შორის თევზის იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება.

რუსეთი სომხეთიდან სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს თანმიმდევრულად მაისის ბოლოდან კრძალავს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ყვავილების, ახალი პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, კარტოფილის, მწვანილის, მარწყვის, ალუბლის, ყურძნის, მსხლის, კომშის, ჩირის, ცოცხალი თევზისა და ალკოჰოლის იმპორტი შეიზღუდა. ასევე, რუსეთის გავლით ამ პროდუქტების ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ტრანზიტიც აიკრძალა.

პირველი შეზღუდვები სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე შემოიღეს, ხოლო ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემდეგ მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *