იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს პროექტებში – ჩინეთის ელჩი

დღის სიახლეები ეკონომიკა

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას.

ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

„გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. მაღალი დონის პოლიტიკური ნდობის გარდა, საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის, განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა:

„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და პატივს ვცემთ ქვეყნის არჩევანს. იმედი გვაქვს, მომავალში ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოში მიმდინარე პროექტებში და საკუთარი წვლილი შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *