იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – რუსეთში საქართველოდან 46,4 მილიონი დოლარის მინერალური წყალი შევიდა – “საქსტატი”

დღის სიახლეები ეკონომიკა

2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა საქართველოდან მინერალური წყლის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე – 46,4 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთში საქართველოდან 46,4 მილიონი დოლარის ღირებულების მინერალური წყალი შევიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შესყიდვების მოცულობამ 41,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

იმპორტი წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – 2026 წლის 6 თვის შედეგებით ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

გარდა ამისა, რუსულ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს ქართული წარმოების ხილის წვენებიც. კერძოდ, ვაშლის წვენის იმპორტი ივნისში 8-ჯერ გაიზარდა და 388,8 ათასი დოლარი შეადგინა.

ამასთან, რუსეთმა საქართველოში ტკბილი გაზიანი სასმელების შესყიდვა შეამცირა: ამ სასმელების შეტანის თანხა წლიურ ჭრილში 22%-ით შემცირდა და 5,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

.გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *