საქართველოში დაქირავებული მუშაკების ძირითადი ნაწილის ხელფასი 3,6 ათას ლარზე ნაკლებია, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 353.500 ადამიანი იღებს 1.200-დან 2.400 ლარამდე ხელფასს, ხოლო 184.300 ადამიანი – 2.400-დან 3.600 ლარამდე. მათგან 173.500 პირი იღებს 1.000 ლარამდე, ხოლო 60.900 – არაუმეტეს 1.200 ლარისა.
148.500 ადამიანი იღებს 3.600-დან 9,.600 ლარამდე ხელფასს, ხოლო 18.800 ადამიანი – 9.600-დან 40.000 ლარამდე.
1.300 ადამიანი იღებს 40.000 ლარზე მეტს, ხოლო 360 პირი – 100.000 ლარზე მეტს თვეში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 2,4 ათასი ლარი იყო.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
