საქართველოში მიმავალ მოქალაქეებს ბაქოში მატარებლით დაბრუნება უჭირთ – მედია

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება

Oxu.Az-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე საჩივრები შევიდა.

მოქალაქეებმა განაცხადა, რომ ასობით აზერბაიჯანელს უჭირს საქართველოდან ბაქოში დაბრუნება.

მათი თქმით, მატარებლის ბილეთები გაყიდულია. ამ მიზეზით, ისინი ასევე დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში.

სიტუაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რკინიგზამ (AR) განაცხადა, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, საქართველოდან აზერბაიჯანში ყველა მატარებლის ბილეთი 17 სექტემბრამდე გაყიდული იყო.

ARZ რეკომენდაციას უწევს მგზავრებს, რომ წინასწარ დაგეგმონ მგზავრობა და ბილეთები დიდი ხნით ადრე შეიძინონ.

Oxu.Az-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანიდან საქართველოში მატარებლით მგზავრობასთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში მგზავრობაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ COVID-19 პანდემიის გამო აზერბაიჯანის შესვლის რეგულაციების შესაბამისად, არ არსებობს შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანიდან ხმელეთით გასვლაზე. აზერბაიჯანში შესვლა კი, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, თვითმფრინავით ან მატარებლით ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების, ან მისი მონახულების მსურველი ადამიანების უმეტესობა რკინიგზას ირჩევს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ვაგონების რაოდენობა უკვე 6-დან 13-მდე გაიზარდა, ხოლო მგზავრთა გადაყვანის ტევადობა 178-დან 386 ადგილამდე, რაც დაახლოებით ოთხი თვითმფრინავის ტევადობის ტოლია.

.გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *