ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

დღის სიახლეები ეკონომიკა

ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წერს.

სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის.

„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს კიდევ 3 სიხშირეს.

შედეგად, ერევანი – ბათუმი – ერევანის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.

ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება, რომ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა.

შეგახსენებთ, რომ FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ავიარეისებს ერევანი – თბილისი – ერევანის მიმართულებით ასრულებს.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, როგორც FLYONE Armenia-ს საიტზეა მითითებული, ივლისის პერიოდში მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 55-105 ევროს ფარგლებში მერყეობს.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *